logo
ENG



კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, რა სჯერა დასავლეთს

13 ივნ 202313:25
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რა სჯერა დასავლეთს. კალაძეს ჟურნალისტებმა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების შეფასება სთხოვეს.

კალაძე ამბობს, რომ არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.

"გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს, რა სჯერა დასავლეთს, გულწრფელად გეუბნებით ამას. როდესაც არის მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგაყარონ, არ უნდა შეიყარო და არ უნდა ათქმევინო თეთრზე შავი.

ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, მერე რაა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა უთხრა, რა მნიშვნელობა აქვს, ყველას უნდა ვუთხრათ სიმართლე, არ აქვს მნიშვნელობა", - თქვა მან ჟურნალისტებთან.

კალიურანდი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ მხრივ პროგრესი ზედაპირული და ფრაგმენტულია.

დოკუმენტში ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას,  რომლებიც ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

გარდა ამისა, კალიურანდი აღნიშნავს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებს.


close დახურვა