logo
ENG



კალაძე: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი სტატუსებია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს

18 მაი 202613:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/afmly2aohelp28w.png

წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.

შესაძლოა, ვიღაცას ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს. ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.


close დახურვა