თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული.
27 თებერვალს დინამოს სტადიონზე საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი გაიმართება. აქტივისტები გეგმავენ, სტადიონზე უკრაინის დროშები გაშალონ.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული.
არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს". - თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში.
"ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში". - თქვა კახა კალაძემ.