logo
ENG



კანდიდატის სტატუსი - შაბათის ფორმულა

16 დეკ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდებოდა, რეალობად იქცა. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების სიხარულმა, თითქოს დროებით გადაფარა ის მძიმე მოლოდინებით და კიდევ უფრო მძიმე მოქმედებებით სავსე 18 თვე, რომლითაც ქართულმა ოცნებამ, ჩვენი ქვეყანა, ისტორიული შანსის გარეშე დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. კანდიდატის სტატუსი, ბიძინა ივანიშვილის რუსულმა ოცნებამ, ისე აღნიშნა, თითქოს ვინმე სხვა არწმუნებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ სტატუსის სანაცვლოდ, ევროპა ჩვენგან ომის დაწყებას მოითხოვდა და თითქოს ამ სტატუსს ჩალის ფასი აქვს. რუსი ოლიგარქის რუსული პარტიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა სტატუსი მაინც მიიღეს. საქართველომ ამ ეტაპზე რუსეთი ნამდვილად დაამარცხა, თუმცა მთავარი ბრძოლა ისევ წინ არის. რაც უფრო ვუახლოვდებით, ევროპულ სივრცეს, მით უფრო აშკარა ხდება, რამდენად შორს არის რუსული პარტია, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისგან და ევროპისგანაც.


close დახურვა