logo
ENG



კარანტინის მე-4 სართულიდან გადმომხტარი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

15 აგვ 202020:18
3 წუთის საკითხავი
clock 305

27 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში სასტუმრო ლეგასის მეოთხე სართულიდან გუშინ გადმოხტა, ამ დრომდე მძიმეა. ის დღეს ბათუმიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

დაშავებულის ცოლი სასტუმროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის ვიდეო კამერების ამოღებას მოითხოვს. 

ბათუმში არსებული საკარანტინო სივრცეების მდგომარეობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმის დასადასტურებლად, რომ სასტუმროებში იძულებით გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი პირობები დამაკმაყოფილებელია, ეკონომიკის სამინისტრომ დღეს საკარანტინე სივრცეში გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც მოქალაქეები კვების ხარისხსს და სასტუმროს პირობებს აქებენ. 

კარანტინში მყოფი ყველა მოქალაქე კმაყოფილი არ არის. მათი ნაწილი არსებული პირობებითაა უკმაყოფილო - ნაწილისთვის კი ზოგადად, კარანტინში გადაყვანის ფაქტია შეურაცხმყოფელი. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიდგომა დისკრიმინაციულია.

ხელისუფლება კი პოზიციებს არ თმობს და აცხადებს, რომ მოდელი, რომელიც საქართველოში კარანტინთან დაკავშირებით მუშობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი უკმაყოფილო სამოქალაქო საზოგადოებას დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობაში ადანაშაულებს. 

მოქმედი წესი - საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაყვანის შესახებ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. იგივე რეისით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასაზღვრო ზონას უპრობლემოდ ტოვებენ. ამ დროისთვის კარანტინში 7326 საქართველოს მოქალაქე იმყოფება.


close დახურვა