კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა. მისი ცხედარი მწყემსა იპოვა. ბიჭს ხარი საძოვარზე ჰყავდა წაყვანილი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.