კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადგილობრივებმა 70 წლის კაცის ქვედა კიდურები იპოვეს. ის, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
"გარეული ცხოველისგან არის, სავარაუდოდ, დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს", - განუცხადა მოზაიკას მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილმა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.