logo
ENG



კაშია სამკლავურის გადაცემაზე: ჯაბა არის მაგალითი, მინდოდა პატივისცემა გამომეხატა

21 მარ 202423:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/fthmkioi54jjc0w.jpg

მიხარია, რომ ასეთი წნეხის ქვეშ კარგად რომ ვითამაშეთ და თქვენც რომ პოზიტიურები ხართ. იმიტომ, რომ მესამე ინტერვიუა და ყველა ამბობს, რომ კარგად ვითამაშეთ. მადლობა კომპლიმენტისთვის. გულშემატკივარს რაც შეეხება, არავის არ სიამოვნებს ჩვენს წინააღმდეგ დინამოს არენაზე თამაში, ძალიან მაგარ გარემოს ქმნიან, ძალიან მაგარ მუხტს აძლევენ გუნდს. მოწინააღმდეგე გუნდს ცოტა ეშინია ჩვენ წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, რომ დიდი როლი ჰქონდათ მათ დღევანდელ გამარჯვებაში.

[კაპიტნის სამკლავურის გადაცემით] მინდოდა, რომ... ჯაბა არის მაგალითი, ბევრი თაობისთვის, ჩემთვისაც და პატივისცემა მინდოდა გამომეხატა. არ აქვს მნიშვნელობა, სამკლავური ჯაბას ეკეთება თუ კაშიას, ამ შემთხვევაში, ორივე გამოცდილი ბებერი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, გუნდს დავეხმაროთ.


close დახურვა