logo
ENG



კაცმა ცოლ-შვილი მოკლა - ფორმულამ ხელვაჩაურში მომხდარის დეტალები გაარკვია

09 დეკ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/კადრი

ფორმულამ ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის დეტალები გაარკვია. 50-წლამდე კაცმა 45 წლის ცოლი და 21 წლის შვილი ნაჯახით მოკლა. 

გაირკვა, რომ კაცმა ჯერ მძინარე ცოლი მოკლა, შემდეგ კი შვილს პირველი ჭრილობა საწოლში მიაყენა. ახალგაზრდა კაცი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მამამ მას ნაჯახი თავში ჩაარტყა. მეორე შვილმა, 23 წლის ახალგაზრდა ქალმა, თავს გაქცევით უშველა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. სიკვდილს ასევე გადაურჩა ლოგინად ჩავარდნილი ბებო. 

ასევე გაირკვა, რომ კაცი პერიოდულად მედიკამენტებს იღებდა, რადგან მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. 


close დახურვა