logo
ENG



კახა ვაჭარაძე საერთო კოვზით ზიარებაზე: ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს გამართლებული არ არის

24 მარ 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ერთი და იგივე ნივთით შეიძლება ჩვენ მივიღოთ ესა თუ ის საშუალება, ეს იქნება საკვები, სითხე თუ სხვა“, - ამის შესახებ ფტიზიატრ-პულმონოლოგმა კახა ვაჭარაძემ გადაცემა „COVID 19“-ში, ზიარების წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სრულად დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

„ვირუსის ერთ-ერთი გადადების გზა ეს არის ალიმენტარული (კვებითი) გზა, მაგრამ ძირითადად ეს არის ჰაერწვეთოვანი გზა. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ერთი და იგივე ნივთით შეიძლება ჩვენ მივიღოთ ესა თუ ის საშუალება, ეს იქნება საკვები, სითხე თუ სხვა. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს არ არის გამართლებული, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაწარმოებთ შესწავლას. ბოლომდე არ არის შესწავლილი ის მექნიზმები, რითაც ჩვენ გვებრძვის ახალი კორონავირუსი. აქედან გამომდინარე პირადი ჰიგიენა არ არის მარტო ნიღბების გამოყენება, სპეციალური დამცავი ტანსაცმელის, ჩაფხუტების. დღეს ჩვენი ერთ-ერთი დამხმარე არის პირადი ჰიგიენა და აუცილებლად ჩვენი იმუნიტეტი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას, მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ და ის წესები, რომელიც დღეს მოწოდებულია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და საერთოა ყველა ქვეყნისთვის, იგივე უნდა იყოს მისაღები თითოეული ჩვენთაგანისთვის“, - განაცხადა კახა ვაჭარაძემ. 


close დახურვა