logo
ENG



კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობამ აქცია მოუწყო

13 დეკ 201914:41
3 წუთის საკითხავი
 
ycdebxob1f506qv.jpg

ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ თბილისის მერს, კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო. მოსახლეობა „ანას ბაღში" მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა უნდა გაუქმდეს. კალაძე  მოსახლეობას ჰპირდება, რომ გამწვანებული სივრცე ექნება და „ანას ბაღში" უკანონო მშენებლობა არ განხორციელდება. მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა კალაძე ადგილზე მისულიყო, პასუხად კი მან ისინი მერიაში დაიბარა.

„მერიამ ძალიან კარგად იცის, სად შეიძლება ან არ შეიძლება მშენებლობის დაწყება. პირველები ვართ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სადაც ეს დამაზიანებელია. მაგრამ მე იქ არ მინდა ან არ მომწონს, ეს მიუღებელია და არ შეიძლება ასე“, - აღნიშნა კალაძემ.

 

კანონის დარღვევაზე "ფორმულასთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ადგილობრივი მოსახლე საუბრობს. მისი განმარტებით, მშენებლობის დროს გამწვანებული ტერიტორიის ნაწილი შემცირდება. 

„საუბარია ვარკეთილში, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში, 21 და 22 კორპუსების მიმდებარედ ანას პატარა სკვერზე, რომელიც არის 300 კვადრატულის ფართობის. სკვერის მიმდებარედ, მოსახლეობის დაუკიტხავად გასხვისებულია 1000 კვადრატზე მეტი ფართობი. იქ შენდება 2/3-ზე ბეტონის ნაგებობა და გამწვანება რჩება 100 კვადრატზე ცოტა მეტი. ამით უკვე ირღვევა ის კანონი თუ დაპირება, რომელიც გამწვანებას ეხება“, - განაცხადა ადგილობრივმა.

 


close დახურვა