კახეთში, დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას შუახნის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე ამავე კომპანიის თანამშრომელი ტრაქტორიდან გადმოვარდა, რომელმაც სხეულზე გადაუარა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.