logo
ENG



კელი დეგნანი: დავრჩეთ შინ და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს

26 მარ 202018:34
3 წუთის საკითხავი
 
lgzlgk8yy5odcso.png

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი", - აცხადებს ელჩი.


close დახურვა