logo
ENG



კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად - თაკო ჩარკვიანი

20 ივნ 202015:47
3 წუთის საკითხავი
clock 866
v2la35h6xp5huyx.jpg

თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

არც ერთი ხმა პუტინს - ასეთია თაკო ჩარკვიანი დევიზი. როგორც ჩარკვიანი წერს, საქართველო კორუფციაშია ჩაფლული,​ სადაც ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს იპარავენ.

„ძვირფასო მეგობრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!!!!!
პირველად გამცნობთ თქვენ( დაპირებისამებრ )უპირველესად თქვენ!
გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად დედას - ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია - კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად( ჩემს უბანში)
დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”! საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი ,თაღლითი - კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს -პენსიას, რომ იპარავენ!! მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!!“, - წერია თაკო ჩარკვიანის Facebook პოსტში.


close დახურვა