logo
ENG



კვლევა: ოცნება VS ოპოზიციური პარტიები - რომელი უკეთ გაუმკლავდება სხვადასხვა გამოწვევას

20 ივნ 202320:03
3 წუთის საკითხავი
clock 2108

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციური პარტიები უკეთ გაუმკლავდებიან უკრაინის დახმარებას, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, ფასების ზრდას. 

კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ხმები თანაბრად ნაწილდება უმუშევრობასა და რუსების მიგრაციაზე. დარჩენილ საკითხებში (ოკუპირებული ტერიტორიები, გარემო, ჯანდაცვა) უპირატესობა მმართველ გუნდს აქვს.

კითხვაზე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უკრაინის დახმარებას - ოპოზიცია 57%, ქართული ოცნება 43%
  • კრიმინალს - ოპოზიცია 56%, ქართული ოცნება 44%
  • ევროკავშირში გაწევრიანებას - ოპოზიცია 55%, ქართული ოცნება 45%
  • ფასების ზრდას - ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
  • უმუშევრობას - ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
  • რუსების მიგრაციას - ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
  • განათლებას - ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • გარემოს - ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • ჯანდაცვას - ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


close დახურვა