logo
ENG



კიევის სიახლოვეს, სოფელ ბუზოვაში მასიურ საფლავში ათობით მოქალაქის ცხედარი იპოვეს

10 აპრ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ინფორმაციით, კიევის სიახლოვეს, სოფელ ბუზოვაში მასიურ საფლავში ათობით მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

დმიტრევკას რეგიონის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის სოფელი ბუზოვა, ტარას დიდიჩი აცხადებს, რომ თხრილს ბენზინგასამართ სადგურის სიახლოვეს მიაგნეს. მას დაღუპულთა რიცხვი ჯერ არ დაუდასტურებია.

2 აპრილს უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსგავსი ან უარესი სიტუაციაა გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში.

დედაქალაქის სიახლოვეს, რუსული ძალების მიერ განადგურებულ ქალაქ ბოროდიანკაში გუშინ, 10 აპრილს 10 მოქალაქის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ინფორმაციას, კიევის რეგიონში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ბოგდან დანილიუკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ, 7 აპრილს განაცხადა, რომ ბოროდიანკაში 26 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. თუმცა მან განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.

 

close დახურვა