logo
ENG



კითხვის დასმის გამო დასჯილი ჟურნალისტები

07 აპრ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

ბრძოლა მედიის წინააღმდეგ გრძელდება. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ჯერ ახალი წესები შემოიღო, შემდეგ კი ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს. არასასურველი შეკითხვების საპასუხოდ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოდან აძევებენ.

ამგვარი პრაქტიკა, რომ მედიას პარლამენტში მუშაობას უზღუდავენ, არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მოქმედებდა. ამჟამინდელი ხელისუფლებას კი ისე იქცევა, თითქოს საკანონმდებლო ორგანო მისი კერძო საკუთრება იყოს. ქართული ოცნება, რომელიც კრიტიკული არხების ეთერში არ ჩნდება, ახლა პარლამენტშიც ცდილობს იზოლირებული და კომფორტული გარემო შეიქმნას.


close დახურვა