ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამარჯვების დღე მიულოცა. ჩრდილოეთ კორეის სააგენტოს KCNA-ს ინფორმაციით, კიმმა მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოთქვა.
9 მაისს გაგზავნილ წერილში კიმ ჩენ ინმა "სოლიდარობა გამოხატა რუსი ხალხის საქმის მიმართ დაიცვან ქვეყნის ღირსება, მშვიდობა და უსაფრთხოება, რათა სრულად აღმოიფხვრას პოლიტიკური და სამხედრო საფრთხეები მტრული ძალებისგან, რომლებიც მემკვიდრეობით იღებენ დაუვიწყარი გამარჯვების ტრადიციებს".
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები განვითარდება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. თუმცა, მნიშვნელოვანი მიღწევები არ აქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს მიემართება.