თუ ვაშინგტონი ფხენიანთან მტრულ პოლიტიკას განაგრძობს ჩრდილოეთ კორეა ტრამპსა და კიმ ჩენ ინის შორის პირადი ურთიერთობების შენარჩუნებას გადააფასებს.
ინფორმაცია ჩრდილოკორეულმა მედიამ ორი ქვეყნის ლიდერის ისტორიული შეხვედრის ორი წლისთავზე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თავისი პოლიტიკით შეერთებული შტატები ფხენიანისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის შემცველია.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად 2018 წლის ივნისში, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა .