logo
ENG



კინწურაშვილი: ეს კანონი ეწინააღმდეგება მომავალს, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის

08 მარ 202301:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/qebe5c22kyw9ygj.jpg

მარტივად რომ ვთქვა, ძალიან ბევრი რაღაც დგას საფრთხის წინაშე. დგას სამოქალაქო საზოგადოების ერთობა, მომავალი და ა.შ. და ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაშე. რაც მე და ჩემი თანატოლები და უფრო პატარა თაობის წარმომადგენლები დავიბადეთ, რაც დავითმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში ერთადერთი მიზეზი იყო, რომ ოდესღაც დავუბრუნდებოდით ჩვენს ფესვებს და ვიცხოვრებდით დემოკრატიულ საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ვიქნებოდით ისეთ ადამიანებთან და ისეთ კულტურებთან ერთად, რომლებიც აფასებენ ადამიანების უფლებებს. ეს კანონი ეწინააღმდეგება მომავალს და შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმიტომ, რომ ბევრი პირობა, რომელიც დაიდო თავიდან, ამ ადამიანებმა რეალურად საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუეს და ახლა უკვე მოტყუებაზეც აღარაა, ეს უკვე სხვა სფეროა.


close დახურვა