logo
ENG



კირკიტაძე: სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდე ვაცხადებთ შიმშილობას

15 დეკ 202216:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/15/4jqmex8i9jcmbm7.png

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის დავით კირკიტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდე შიმშილობას აცხადებენ.

როგორც მან თქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციაში აზრთასხვადასხვაობა იყო.

"ჩვენ - საქართველოს პრეზიდენტის მეგობრები და თანამებრძოლები ვერ შევხვდით და არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთასხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას", - თქვა მან.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელაკადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.


close დახურვა