logo
ENG



კლარა დობრევი: რუსულ საფრთხეს ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ და არა ცალ-ცალკე

09 დეკ 201917:43
3 წუთის საკითხავი
 
bxre2nhqiz5x37t.jpg

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა კლარა დობრევმა ყურადღება რუსულ საფრთხეზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ გამოწვევას ყველა ერთად უნდა აღუდგეს.

როგორც კლარა დობრევი აღნიშნავს, ყველა პრობლემა ერთად უნდა მოგვარდეს და არა ცალ-ცალკე.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. მაგრამ ვერ გავჩერდებით კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისთვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორუფცია ანადგურებს ჩვენს საზოგადოებას. გვაქვს ახალი გამოწვევებიც. ამ დარბაზში ახსენეს რუსული საფრთხე და ჩვენ ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ამ გამოწვევას. ყველა პრობლემა ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ და არა ცალც-ცალკე. ამიტომ მნიშვნელოვანია ევრონესტის ასამბლეა. ეს არის გზა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ბილტმორში, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლებას ევროპარლამენტარებთან, შეუსრულებელი დაპირებების გამო ახსნა განმარტებების გაკეთება დასჭირდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს დახურული სხდომაზე, იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც დღის ბოლოს ასამბლეამ უნდა მიიღოს. საუბარია 4 რეზოლუციასა და 2 საგანგებო დოკუმენტზე.

 


close დახურვა