ერაყის დედაქალაქში კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 პაციენტი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ხანძარი ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
საავადმყოფო კოვიდმიმღები ცენტრი იყო, სადაც ათეულობით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, მათ შორის, 30 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ბაღდადში, იბნ ხათიბის კლინიკაში ცეცხლი შაბათს, გვიან ღამით გაჩნდა.
ერაყის პრემიერმინისტრმა, მუსტაფა ალ ქადიმმა, მომხდარის გამოძიების ბრძანება გასცა.