logo
ENG



კლინიკა სასამართლოში უჩივის მედძმას, რომელიც ანტივაქსერულ გზავნილებს ავრცელებდა

10 აგვ 202114:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/10/ybssa7f6n60h8vx.jpg

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო ყოფილ მედძმას სასამართლოში უჩივის. კლინიკა სასამართლოს გზით მოითხოვს, რომ გაჟღერებული განცხადებები სიცრუედ და ცილისწამებად იქნას აღიარებული.

კლინიკამ მედძმა სამსახურიდან 28 ივლისს გაათავისუფლა. 

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჰოსპიტლის უკვე ყოფილი, მედძმის მხრიდან დაფიქსირდა დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება და იმ კოლეგების ღირსების შელახვა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

გარდა ამისა, საკითხის შესწავლის მიზნიტ სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართავს, ვინაიდან გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება.


close დახურვა