logo
ENG



კობახიძე:ოქრუაშვილი იყო უმძიმესი დანაშაულის არამხოლოდ მონაწილე, არამედ ორგანიზატორი

11 მაი 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოქრუაშვილი უმძიმესი დანაშაულის არამხოლოდ თანამონაწილე, არამედ ორგანიზატორიც იყო და ამას საქმეში არსებული ვიდეომასალაც ადასტურებს.

„რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ეს არის გამყარებული ვიდეო მტკიცებულებებით. რა შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, განაჩენის დროზეც იყო საუბარი, იწურებოდა 9-თვიანი ვადა და ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე იმ უმძიმესი დანაშაულის. ის აორგანიზებდა შტურმს პოლიციელებსა და პარლამენტის შენობაზე. ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია და მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები. კადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო არა მარტო თანამონაწილე უმძიმესი დანაშაულის, არამედ ორგანიზატორი“, - განაცხადა კობახიძემ. 


close დახურვა