logo
ENG



კობახიძე: აკერმანის, შარპის წიგნებით მოქმედებდნენ, იქაა ჭავლთან დროშიანის დაპირისპირება

14 მარ 202311:38
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: აკერმანის, შარპის წიგნებით მოქმედებდნენ, იქაა ჭავლთან დროშიანის დაპირისპირება

გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.


close დახურვა