logo
ENG



კობახიძე: ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ყოლია

26 ნოე 201914:18
3 წუთის საკითხავი
 
7jjjk31neunof2g.jpg

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აქციაზე დგას, უნიათოს და დესტრუქციულს უწოდებს. კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს. მისი თქმით, მათ ქვეყანა ძლიერ და ჰუმანურ სახელმწიფოდ წარმოაჩინა.

„ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც უნიათო და დესტრუქციულ ძალად, ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ყოლია და იმედია მომავალშიც არ ეყოლება. ჩვენ ბუნებრივია მათი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც მართებს ხელისუფლებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფო წარმოაჩინეს ისე, როგორც ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო. დაიწყო მარგიანალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინლიზაციის პროცესი და დარწმუნებული ვარ რომ ეს პროცესი საბოლოოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება და დასრულდება ეროვნულ და დასავლურ ღირებულებზებზე დაფუძნებული ოპოზიციის  ჩამოყალიბებით. მე მაქვს დიდი იმედი, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი "ნაციონალი," ასევე არ იჯდება არცერთი "ნაციონალი" შემდეგ პარლამენტში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა