logo
ENG



კობახიძე: ევროპარლამენტის, NDI-სა და IRI-ს დამკვირველები, შესაძლოა, არ ჩამოვიდნენ

31 აგვ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმსრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის, NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლები, სავარაუდოდ, არ ჩამოვლენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი და მათ ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც მიიღეს. 

"არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩევნებზე არჩამოსვლის საკითხი, ეს არის IRI, NDI, ასევე ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთანაც. გარკვეული იმედი არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ არჩევნებზე სხვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, NDI-სა და IRI-ს არჩამოსვლა ხომ არ უკავშირდება ქართული ოცნების წევრების მხრიდან მათ კრიტიკას, კობახიძე პასუხობს, რომ ისინი ამ ორგანიზაციებს არასდროს აკრიტიკებენ, აკრიტიკებენ მხოლოდ მათ პარტნიორებს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებულები და არასწორ ინფორმაციას აწვდიან. 


close დახურვა