logo
ENG



კობახიძე: ოპოზიცია მზადაა საკუთარი ინტერესებისათვის ევროინტეგრაციას დაბრკოლება შეუქმნან

18 თებ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
klyxwm83usmdeu3.jpg

„ოპოზიცია მზად არის საკუთარი ინტერესებისათვის ევროინტეგრაციისათვისაც დაბრკოლების შექმნა სცადონ,“ - ამ განცახდებას "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში დეკლარაციის ჩავარდნასთან დაკავშირებით აკეთებს. ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა დამნაშავე ამ შემთხვევაშიც ოპოზიციაში იპოვნა. მისი განცხადებით, დოკუმენტის ჩავარდნა "ქართული ოცნებისთვის" და სახელმწიფოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას. ამ დოკუმენტის არ მიღება არ არის არავითარი პრობლემა ქართული ოცნებისთვის და არც სახელმწიფოსთვის. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და ის, რომ მზად არიან საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ევროინტეგრაციისათვისაც კი სცადონ დაბრკოლების შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა