logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილმა დაზიანება მიიყენა თავისუფლების იმედით, კრიმინალურ სამყაროში მიღებულია

18 ნოე 202214:45
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: სააკაშვილმა დაზიანება მიიყენა თავისუფლების იმედით, კრიმინალურ სამყაროში მიღებულია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფოს "იმაზე მეტი ზომებიც აქვს მიღებული, ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო".

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა, "რომელიც გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საკვებს, მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით", რაც მისივე თქმით, "კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა".

"სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებიც არის მიღებული, ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში. არის სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისად, სათანადო მომსახურება არის უზრუნველყოფილი. ვერავითარი თვითდაზიანება, ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა. არ დაიწყო შიმშილობა, თუ რაც იყო? გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საკვებს, ხომ იყო ასეთი პერიოდი, მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით, ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა