logo
ENG



კობახიძე: ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, EU-ს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა

17 ივნ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრებდნენ იმ შემთხვევაში, "ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა". ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკომისიის დასკვნაზე ისაუბრა.

"ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე. დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებთ", - თქვა მან.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ სტატუსთან დაკავშირებიტ გადაწყვეტილება თუ პოზიტიური არ იქნებოდა, "ფარდას ახდიდა ყველაფერს". 

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და გარკვეული პირობები, რომლებიც სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეასრულოს. 

 


close დახურვა