logo
ENG



კობახიძე: ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო

01 ნოე 202020:28
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნები დამაჯერებლად მოიგო. 

"დასრულებულია თითქმის საარჩევნო მონაცემების დათვლა. დარჩენილია 4 უბნის მონაცემები. კიდევ ერთხელდ ადასტურდა, რომ ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითრება", - განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 98.34% -  3 783 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,07% მიიღო.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.  ოპოზიციური პარტიები 2 ნოემბრიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქციებს იწყებს. 

 ოპოზიციასთან ერთად, არჩევნების დარღვევაზე საუბრობს მესამე სექტორიც. 

სამართლიანი არჩევნები მიუთითებს, რომ უბნების 8%-ზე გამოვლინდა დარღვევა -  დისბალანსი ბიულეტენებში.

ISFED-ის შეფასებით, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. 

ISFED-ში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯამში 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.

TI-ში აცხადებენ, რომ არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.


close დახურვა