"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილება ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაწყდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თბილისში, სავარაუდოდ, 7-8 ოლქი იქნება, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში კი თითო-თითო.
"თანაბრობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. 30 ოლქად უნდა განაწილდეს საზღვრები. თბილისს უწევს 7-8 მანდატი, იმის მიხედვით, როგორ განაწილდება საზღვრები. ზოგიერთ ქალაქს უწევს თითო მანდატი - ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს. დიდი ლავირების საშუალება არ არის. არის შემთხვევები, როცა ერთი რეგიონი უნდა იყოს ერთი ოლქი, მაგალითად, გურიის რეგიონი იქნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. სხვა შემთხვევებში შესაძლოა 2, 3, 4 ოლქად შეიძლება დაიყოს რეგიონები. ეს არის ტექნიკური მხარე. მთავარია, რომ თანაბრობის პრინციპი იქნება დაცული, ზუსტად როგორ იქნება დაყოფილი, შევთანხმდებით ოპოზიციასთან ერთად", - განაცხადა კობახიძემ.