logo
ENG



კობახიძე ევროპარლამენტარების გზავნილზე: მათი მოწოდებაა, რომ შევინარჩუნოთ ცუდი ოპოზიცია

15 თებ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

 

რა უთხრეს და როგორ გაიგო ევროპარლამენტარების კრიტიკა ირაკლი კობახიძემ. „ცუდი, სუსტი და ზურგით სათრევი ოპოზიცია, რომელიც უნდა შეინარჩუნონ“ - ასე გადათარგმნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ევროპელი დეპუტატების გზავნილი. „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში განახადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან - ხელისუფლება ძლიერია, ამიტომ მათი თხოვნაა, რომ ცუდი და სუსტი ოპოზიცია როგორმე შეინარჩუნონ. 

„მათი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ არის ცუდი ოპოზიცია მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ისინი ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში და ჩვენც არ ვერევით ხელოვნურად ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი დამოკიდებულება, რომ ცუდია ოპოზიცია, მაგრამ იქნებ გაუფრთხლდეთ და ეს სუსტი ოპოზიცია რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატაროთ“,-განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

 


close დახურვა