logo
ENG



კობახიძე ვარაუდობს, რომ გახარიას სააკაშვილთან "პარტნიორობის" მოტივი მერკანტილური იყო

14 ივნ 202122:51
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ვარაუდობს, რომ გახარიას სააკაშვილთან "პარტნიორობის" მოტივი მერკანტილური იყო

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის დროს მიხეილ სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მოტივი ჰქონოდა.

​"ვფიქრობ, რომ მოტივი იყო უფრო მერკანტილური, სხვადასხვა ვიწრო-ფართო გაგებით, ვიდრე პირდაპირი ინტერესი, რომ მაინდამაინც სააკაშვილი ჩამოეყვანა საქართველოში. სავარაუდოდ, ეს არ იყო მისი პირდაპირი მოტივი. მას, სავარაუდოდ, ჰქონდა გარკვეული სხვა მოტივები, რომელიც ამას უბრალოდ საბოლოო შედეგად ითვალისწინებდა. 

სააკაშვილთან პარტნიორობის ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეჭვი. მარტივი კითხვა დავსვით ჩვენ, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი...". - ამბობს კობახიძე მთავარი არხის ეთერში. 

ცნობისთვის, 4 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამდე კიევიდან და ენმ-ს ოფისიდან ჰქონდათ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის გეგმაზე, მმართველი გუნდი არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ და შეექმნათ ალტერნატიული მთავრობ. მისივე თქმით, ეს ამბავი ქვეყნის პრემიერმინისტრს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ჰქონდათ ეჭვი.

"ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე", - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმითვე, არ იციან იმ ძალოვანების პირადი ინფორმაცია, ვინც ამ პროცესებში აპირებდა ჩართვას, თუმცა იცოდნენ, რომ ეს დაახლოებით 18-19 თებერვალს უნდა მომხდარიყო და 19-ში სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოვიდოდა. 


close დახურვა