ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი "ყველაფერს გააკეთებს" იმისათვის, რომ ოპოზიციასთან დიალოგი წარმატებით დასრულდეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი კრიტერიუმი, რითაც ისინი მოლაპარაკებისას ხელმძღვანელობენ, "სამართლიანობის პრინციპია".
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. ჩვენ გვაქვს მთავარი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი. ამის იქით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. მთავარია, შეთანხმება იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ბუნებრივია სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზი არის სამართლიანობა, მეტი არაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ.
ქართული ოცნების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.
ქართული ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დენიელსონს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან, შემდეგ კი ევროკავშირის წარმომადგენელი ორივე მხარეს შეხვდება.