logo
ENG



კობახიძე შეხვედრაზე შესვლამდე: შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტს განვიხილავთ

17 მარ 202116:05
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე შეხვედრაზე შესვლამდე: შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტს განვიხილავთ

ქრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველი შეხვედრა იმართება, რომელზეც, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მონაწილეები "შესაძლო შეთანხმების" რამდენიმე პუნქტს განიხილავენ. 

"დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს, სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული", - ამბობს კობახიძე შეხვედრაზე შესვლამდე, - "ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ". 

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში მედიაციის მიზნით უკვე 5 დღეა იმყოფება. ვიზიტის გახანგრძლივება დანიელსონს შეთანხმების ვერმიღწევის გამო მოუწია. 

შეხვედრა, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის გარშემო წარიმართება, რომელშიც 6 საკითხს შორის პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხიც არის შეტანილი. 


close დახურვა