ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად 3 ნოემბრიდან მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ ხოშტარიასთან სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.
"ჩვენი თხოვნაა, [ელენე ხოშტარიამ] შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი. სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი", - თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, კობახიძის თქმით, ამის საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს შეიცავს.
სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომაროება დამძიმებულია. ის ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს. ამაზე ხელისუფლება უარს ამბობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ხოშტარია 3 ნოემბრიდან შიმშილობს.