logo
ENG



კობახიძის განცხადებით, შაჰინსა და ტერნერს შეხვედრაზე რუსული კანონი არ უხსენებიათ

11 აგვ 202413:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/11/fnakiijg5swm31t.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვედრაზე რუსული კანონი "არ უხსენებიათ."

"მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, აღნიშნულ შეხვედრას ამერიკის ელჩი ესწრებოდა. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთ საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს, არც ელჩს, ამ შეხვედრაზე “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საერთოდ არ უხსენებიათ", - განაცხადა კობახიძემ.

იგი ასევე ამბობს, რომ 1 წლის განმავლობაში არსებობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა და დაამატა, რომ ამ ურთიერთობებში საქართველოს "ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლია" და ყველაფერი "ამერიკის ხელშია."

"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე შეხვედრაზეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით. ამ ურთიერთობებში საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა