logo
ENG



კოვიდით გარდაცვლილი პაციენტი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული 82 წლის კაცია

28 ივნ 202010:57
3 წუთის საკითხავი
clock 1409
xgu894x3mgu8n4k.jpg

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო პაციენტი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული 82 წლის კაცია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით მე-15 პაციენტი დღეს, 28 ივნისს გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 924-მდეა გაზრდილი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 785 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა