ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუსს რამდენიმე ახალგაზრდაც ემსხვერპლა. 1-ელ დეკემბერს დაიღუპა 19 წლის თეკლა თორდია, ვირუსს ემსხვერპლა 24 წლის ნინო გულიკაშვილი. გარდაიცვალა ასევე 31 წლის ქალი, რომელმაც 1 კვირით ადრე იმშობიარა. სამივე გარდაცვლილის ოჯახი მედიკოსების უყურადღებობასა და ჯანდაცვის ჩამოშლილ სისტემაზე საუბრობს. დროებამ გაარკვია, რომ საავადმყოფოები ინვენტარის დამატებას ითხოვენ, ხოლო ხელისუფლებას წინასწარ საჭირო ინვენტარი არ შეუსყიდია. ამ ეტაპზე ინვენტარის შესყიდვა პირდაპირი წესით ხდება, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს.
კოვიდ კორუფცია - დროება
06 დეკ 202021:03
3 წუთის საკითხავი