logo

კოვიდ 19-ით დაავადებული პირველ ორსულ პაციენტს სპეციალისტები ამ დრომდე აკვირდებიან

clock 26 მარტი 2020 20:05

კოვიდ 19-ით დაავადებული პირველ ორსულ პაციენტს სპეციალისტები ამ დრომდე აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მეორადი ტესტირების ჩატარებას გეგმავენ. ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილი ქალის დაინფიცირების სავარაუდო წყარო მარნეულის კლასტერია. ორსულს მარნეულის მკვიდრ პირველ პაციენტთან ნათესაური კავშირი აქვს. ეპიდემიოლოგები კონტაქტების გამოვლენას ახლაც ცდილობენ. 

ფეხმძიმე ქალის გარდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ 12 პაციენტს, აქედან განსაკუთრებით მძიმეა ასაკოვანი ქალების - მდგომარეობა კრიტიკულია. 62 წლის და 80 წლის ქალები მართვით სუნთქვაზე არიან. კორონავირუსი ამავე კლინიკაში მყოფ   2 კვირის ჩვილს და მის დედას არ დაუდასტურდათ, თუმცა მაი გაწერა ჯერ არ იგეგმება. 

ექიმები საკარანტინო ზონაში ნამყოფი სამხედროების ეპიდკვლევის შედეგებსაც ელოდებიან. საეჭვო სიმპტომებით კლინიკებში 12 ჯარისკაცია მოთავსებული, მათგან 3-ს ვირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის კოვიდ 19-ით 79 პირია დაავადებული, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 2 წლის ბავშვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ უახლოესი კვირები იქნება დაავადების ზრდის პერიოდი, ფართო შიდა გავრცელების დაწყების შემთხვევაში კი ამოქმედდება კარანტინის მკაცრი რეჟიმი დანარჩენ რეგიონებშიც, ისეთივე როგორიც მარნეულსა და ბოლნისშია

კოვოდ-19 ინფიცირებულ 34 პაციენტს მკურნალობენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ახალი პაციენტის, რომელიც ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება და თანმდევი ანემია აქვს.

შეგახსენებთ, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 დღეში 9 %-ით გაიზარდა. თუმცა მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვარწმუნებენ, რომ არც პანიკის საფუძველი გვაქვს და არც საყოველთაო კარანტინის საჭიროება დგას

კოვიდ 19-ის დადასტურებული 79 შემთხვევიდან - 5 ბავშვია. მედიკოსები კლინიკებში აკვირდებიან 247 ადამიანს, რომლებიც საეჭვო შემთხვევად მიიჩნევიან, 4346 ადამიანი კი კარანტინშია მოქცეული

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა