logo
ENG



კოლესნიკოვას ბრალი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედების მუხლით წარუდგინეს

16 სექ 202018:47
3 წუთის საკითხავი
clock 334
4shqgzm0i2dop74.jpg

ბელორუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას ბრალი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედების მუხლით წარუდგინეს.

Meduza-ს ცნობით, მას  ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

მარია კოლესნიკოვას დაკავების შესახებ 8 სექტემბერს გახდა ცნობილი, ის ამჟამად ციხეში იმყოფება.

პოლიტიკოსი მინსკში 7 სექტემბერს გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი თავდაპირველად უცნობი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარია კოლესნიკოვას უკრაინაში დეპორტაცია იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკოსმა პასპორტი დახია, რის გამოც მისი დეპორტაცია ვერ მოხერხდა. 

ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა აცხადებდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ადვოკატის თქმით,  უკრაინაში დეპორტაციის მცდელობის დროს მას ტომარა ჩამოაცვეს თავზე და მოკვლით დაემუქრნენ. 

ბელარუსში სახალხო მღელვარება და პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელზეც, ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

 


close დახურვა