logo
ENG



ბელარუსელი ოპოზიციონერი ამბობს, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ

10 სექ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსის ადვოკატმა გააკეთა. ადვოკატი ამბობს, რომ კოლესნიკოვას უკრაინაში დეპორტაციის მცდელობის დროს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და მოკვლით დაემუქრნენ.

მედიის ცნობით, კოლესნიკოვა ამ ეტაპზე მინსკში, საპატიმრო დაწესებულებაშია. მას ბრალად ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ედება ბრალად.

„განმიცხადეს, რომ თუ ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი ნებით არ დავტოვებ, ქვეყნის დატოვება მაინც მომიწევს - ცოცხალს ან მკვდარს. ასევე 25-წლიანი პატიმრობით მემუქრებიან“, - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი მინსკში 7 სექტემბერს გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი თავდაპირველად უცნობი იყო. მოგვიანებით მოგვიანებით გაირკვა, რომ მარია კოლესნიკოვას უკრაინაში დეპორტაცია იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკოსმა პასპორტი დახია, რის გამოც მისი დეპორტაცია ვერ მოხერხდა. 


close დახურვა