logo
ENG



კონგრესმენების გზავნილის შემდეგ არჩევნების მნიშვნელობა იზრდება - სალაძე

11 ივნ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენების მწვავე გზავნილს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

მესამე სექტორის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ასეთი მწვავე "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არასდროს ყოფილა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის სულხან სალაძის განმარტებით, ეს კრიტიკა სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, 20 ივნისის ღამის მოვლენებსა და მართლმსაჯულების კუთხით არსებულ პრობლემებს უკავშირდება. 

მისივე შეფასებით, შექმნილ ვითარებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

"ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება, შემდგომში 20 ივნისის მოვლენები, ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესების ის ფორმა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბუნებრივია ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა რაღაც სხვა პროცესებს ჰქონდეს საერთოდ ადგილი და ეს არ იყოს დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებთან. ამიტომაც ამ განცხადებების ფონზე, განსაკუთრებით, თუ ამ ბოლო განცხადებას ავიღებთ მხედველობაში, ერთი ორად იზრდება საპარლამენტო არჩევნების როლი და მნიშვნელობა ქვეყანაში", - განაცხადა სულხან სალაძემ

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.


close დახურვა