logo
ENG



კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მეორე საჯარო დაკითხვა მიმდინარეობს

15 ნოე 201920:50
3 წუთის საკითხავი
 
fayxk6ratewv5m3.png

კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მეორე საჯარო დაკითხვა მიმდინარეობს. კანონმდებლების შეკითხვებს უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი პასუხობს. ჩვენების მიცემის დროს მარი იოვანოვიჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ კრიზისზე ისაუბრა.

ყოფილი ელჩის თქმით,  მისი გათავისუფლების უკან საეჭვო ინტერესები და ფინანსური მოტივები დგას. საიმპიჩმენტო გამოძიების საფუძველი შეერთებულ შტატებში ტრამპი-ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარი გახდა. დღეს თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის ლიდერების პირველი საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა. ის 21-თ აპრილს შედგა და  ტრამპის მიერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას შეეხება.


close დახურვა