logo
ENG



კორონავირუსი შეიძლება, გააქტიურდეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან​ - გამყრელიძე

15 ივნ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 
44kpzh9rrosw9ob.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდეს. 

გამყრელიძის თქმით, თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა იკლებს. 

„რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენ, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა იკლებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა