logo
ENG



კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი, გამოვლინდა 5021 ახალი შემთხვევა

25 აგვ 202110:43
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან გამოვლინდა 5 021 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,52%.

24 აგვისტოს 28 ათასი აცრა ჩატარდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევაანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.


close დახურვა