საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღიდან ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, დადასტურდა 4901 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,52%.
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 510 941-ს, ხოლო ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638, ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.