logo
ENG



კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1 100 000-ს გადააჭარბა

04 აპრ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
3ewyake4lzp2ozo.png

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში  მილიონ ასი ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვი 59 ათასს აღწევს. მდგომარეობა ყველაზე რთული შეერთებულ შტატებშია. ნიუ-იორკის ქუჩები დაცარიელებულია. აქ ბოლო 24 საათის განმავლობაში 562 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანად ქვეყანაში კი მსხვერპლის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა.

აშშ-ში ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები პრეზიდენტს სთხოვენ ფედერალური დეკრეტი გამოსცეს, რომელიც მოსახლეობას გარეთ გასვლას ყველა შტატში შეუზღუდავს, თუმცა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებას გუბერნატორებს ანდობს. მსხვერპლი გაიზარდა ევროპის ქვეყნებში. ვირუსთან ბრძოლის ზომებს ამკაცრებენ თურქეთშიც. ახალი რეკომენდაციების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა. მსხვერპლი თურქეთში 425-მდე გაიზარდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 20 ათასს აღწევს. თურქეთის 31 ქალაქში კარანტინია გამოცხადებული.

მდგომარეობა კვლავ მძიმეა საფრანგეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 588 ადამიანი ემსხვერპლა.კორონავირუსით დაავადებული ორი მედდა გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში. კვლავ იზოლაციაშია ქვეყნის პრემიერი. 932 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათის განმავლობაში ესპანეთში. საავადმყოფოებს ამზადებენ ინფიცირებულთა მისაღებად რუსეთში. ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 34-ია.  ვირუსით დაავადებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ჩინეთში. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამწუთიანი დუმილი იყო გამოცხადებული.


close დახურვა